წინამდებარე თანხმობა არეგულირებს უფლებრივ ურთიერთობებს პერსონალური მონაცემების დამუშავების სფეროში მხარეებს შორის, რომელსაც ერთი მხარე აწოდებს მეორეს თავის მონაცემებს დასამუშავებლად.
იმისთვის, რომ დადგინდეს, დაირღვა თუ არა კანონი, ყველა ცალკეული შემთხვევაზე ინდივიდუალური მიდგომა და სამართლებრივი მსჯელობაა საჭირო. თუმცა არსებობს ორი ძირითადი პირობა, რომელიც მონაცემთა კანონიერად დამუშავებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია: სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და კანონით დადგენილი მონაცემთა დამუშავების საფუძვლები.
სამართლებრივი საფუძველი არის ის, რისი არსებობის გარეშეც მონაცემთა დამუშავება დაუშვებელია.
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა – პირის ნებაყოფლობითი, ინფორმირებული და მკაფიოდ გამოხატული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. მაგალითად, დათანხმება ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, ან ხელმოწერა ხელშეკრულებაზე, რომელშიც განმარტებულია რა მონაცემები გროვდება, რა მიზნებით და სხვა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად.
ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა – მაგალითად, სოციალურ ქსელში თქვენს მიერ საჯაროდ განთავსებული ნებისმიერი განცხადება;
ზ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად ან მისთვის მომსახურების გასაწევად.
როდესაც საქმე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას ეხება, კანონი უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს და მათი დამუშავებისთვის განსხვავებულ საფუძვლებს ადგენს.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით, ან იმ შემთხვევებში, როცა:
ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს.
გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის.
დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე.
ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან.
ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
ზ) მონაცემები მუშავდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით.
თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის.
კ) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით.
იმისთვის, რომ მონაცემთა დამუშავებისას კანონი არ დაირღვეს, უნდა გქონდეთ, მინიმუმ ერთი სამართლებრივი საფუძველი.
იმისთვის, რომ მონაცემები კანონიერად დამუშავდეს, მხოლოდ საფუძვლის არსებობა საკმარისი არ არის. მონაცემთა დამუშავება უნდა ხდებოდეს კონკრეტული პრინციპების შესაბამისად. ისევე, როგორც საფუძვლები, პრინციპებიც კანონშია გაწერილი.
სამართლიანობა და კანონიერება – პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, პიროვნების ღირსების შეულახავად;
მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნის არსებობა – აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული მიზანი, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება. სხვა მიზნებით მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.
პროპორციულობა და ადეკვატურობა – მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად; თავად მონაცემებიც, ამ მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
ნამდვილობა და სიზუსტე – მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს, კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან გადანდგურდეს;
შენახვის ვადა – პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, ისინი უნდა წაიშალოს, ან შეინახოს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით თუ კი კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
იმისთვის, რომ მონაცემთა დამუშავებისას კანონი არ დაირღვეს, აუცილებელია, დაცული იყოს კანონით განსაზღვრული ხუთივე პრინციპი.
პერსონალური მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იქნას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მათ შორის როდესაც არსებობს საკანონმდებლო მოთხვოვნა მესამე მხარისთვის როგორიცაა მაგალითად სასამართლო პერსონალური ინფორმაციის გამხელის თოაბაზე. ან თქვენი ან სხვისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მაგალითად, საგანგებო ვითარების ან სიცოცხლისათვის გარდაუვალი საფრთხის არსებობისას.
ჩვენ შევინახავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს და დავამუშავებთ მათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის, იმ ხანგრძლივობით რაც საჭიროა ამ დოკუმენტში მითითებული საქმიანობის შესასრულებლად, ან იმდენი ხნით, რამდენიც სხვაგვარად გეცნობებათ, ან რამდენი ხანიც ეს დაშვებულია მოქმდი კანონმდებლობით. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის.
თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, პერსონალური მონაცემების შენახვის მაქსიმალურ ვადას წარმოადგენს 3 (სამი) წელი, მათი მიღებისა და პირველადი დამუშავების მომენტიდან. 3 (სამი) წლის ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პერსონალური მონაცემები წაიშლება ან სხვაგვარად განადგურდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი.
წინამდებარე დოკმენტი რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ აღიარებთ, რომ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი წესებისა და პირობების შემადგენელ ნაწილს და თანხმობით უპირობოდ აცხადებთ, რომ თუ აპლიკაციით ან ვებ-გვერდზე რეგისტრაციით გახდებით სერვისის მომხმარებელი ეთანხმებით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პოლიტიკას.
ჩვენ ვაფასებთ ამ ვებგვერდზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენთ.
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე შეტყობინება გაცნობებთ, თუ რა ვალდებულებებს ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად.
ტერმინთა განმარტება:
„კონფიდენციალური ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი გახდა მიმღები მხარისთვის გამამჟღავნებელი მხარის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის შემდეგ, რაც არასაჯაროა, კონფიდენციალურია და/ან საკუთრების ბუნებას ატარებს. კონფიდენციალური ინფორმაცია მოიცავს:
ა) ინფორმაციას, რომლის გადაცემაც ხდება წერილობით, ზეპირად, ვიზუალურად, ელექტრონულად ან ნებისმიერი სხვა საშუალებით;
ბ) მიმღები მხარისთვის წარმოდგენილ ინფორმაციას მესამე მხარის მიერ იმ პირობებში, როდესაც მიმღები მხარე ვალდებულია არ გაამჟღავნოს ასეთი ინფორმაცია;
კონფიდენციალური ინფორმაცია არ მოიცავს რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც ხდება საზოგადოდ ხელმისაწვდომი სხვა გარემოების შედეგად და არა მიმღები მხარის მიერ გამჟღავნების გამო ან მისი რომელიმე უფლებამოსილი პირის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შედეგად; ან იმყოფებოდა მიმღები მხარის მფლობელობაში კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებამდე გამამჟღავნებელი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ინფორმაციის წყარო არ იყო ცნობილი მიმღები მხარის მიერ, როგორც ასეთი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება; და/ან ხდება ხელმისაწვდომი მიმღები მხარისთვის ან მიმღები მხარის უფლებამოსილი პირებისთვის არაკონფიდენციალურ საფუძველზე სხვა წყაროდან, გამამჟღავნებელი მხარის ან გამამჟღავნებელი მხარის უფლებამოსილი პირების გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი წყარო არ იყო ცნობილი მიმღები მხარისთვის, როგორც ასეთი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება.
„გამამჟღავნებელი მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელსაც უკავშირდება კონფიდენციალური ინფორმაცია.
„მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარეს, რომელმაც მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარესთან დაკავშირებით.
მიმღები მხარე ვალდებულია:
მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით. არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია ან მისი ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა დანიშნულებისა.
კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ვადა
კონფიდენციალური ინფორმაცია ინახება რა ვადითაც საჭიროა შესაბამისი საქმიანობისთვის ან მომსახურების გასაწევად. ასევე არსებობის შემთხვევაში კანონით განსაზღვრული ვადით.
თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა. ჩვენ დროდადრო შეიძლება განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამრიგად, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ ვებგვერდს ნებისმიერი ცვლილების სანახავად. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ ვებგვერდზე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შინაარსის განახლებით. ეს ცვლილებები ძალაში შედის ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს მიმღებმა. წინამდებარე პოლიტიკის პირობები ვრცელდება მიმღებთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით შეთანხმებაზე ან სახელშეკრულებო პირობაზე.
არასრულწლოვანთან დადებულ გარიგებებზე მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისიწინებული შესაბამისი ნორმები.
მხარეთა შორის არსებული უთანხმოება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოს გზით.
მიმღებმა მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ მიმღების მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ჩვენ ვაფასებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებით გამოცხადებულ ნდობას და ვცდილობთ მის დასაცავად გამოვიყენოთ უსაფრთხო სამართლებრივი მეთოდები. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის არცერთი მეთოდი ან ელექტრონული შენახვის მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო და საიმედო და მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.
თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია, როგორც წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR) (E.U.). კანონის შესაბამისად, თქვენ უფლებამოსილი ხართ მოგვთხოვოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენთან დაკავშირებული რომელი მონაცემების დამუშავება ხდება; რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი და კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ: გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების გადმოცემა, მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა ან წაშლა.
ქ. თბილისი 02.05.2023 წელი
პროფესიული განათლების კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება ფიტნესის სფეროში წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმის ანდრეი კოზირევ (ს/ნ 344554057 ) სახით, შემდგომში წოდებული – შემსრულებელი და ფიზიკური ან იურიდიული პირი, შემდგომში წოდებული – დამკვეთი, დებენ წინამდებარე ხელშეკრულება-ოფერტას საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ (შემდგომში – ხელშეკრულება) შემდეგზე:
წინამდებარე ხელშეკრულება არის საჯარო და იქნება გამოქვეყნებული შემსრულებლის ვებ-გვერდზე მუდმივი განთავსების მისამართზე:https://ifc-college.com/
წინამდებარე ხელშეკრულების გამოქვეყნებას შემსრულებელი განიხილავს როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის საჯარო ოფერტის გაგზავნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის შემთხვევაში შემსრულებელი მზადაა შეასრულოს თავისი წინანადება.
გვერდის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საიტზე განთავსებული კონფიდენციალობის და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის თანახმად.
წინამდებარე ოფერტის ხელშეკრულება წარმოადგენს იურიდიულად მავალდებულებელ დოკუმენტს შემსრულებელს და დამკვეთს შორის და აწესრიგებს მომსახურების გაყიდვის წესებს.
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 ხელშეკრულება დადებულად ითვლება ოფერტის გაგზვნის და მასზე თანხმობის (აქცეპტის) გაცემის შემთხვევაში.
1.2 ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა დამკვეთმა თანხმობა გასცა პროგრამის არჩევით, დამკვეთის მიერ საიტზე პროგრამის არჩევით.
1.3 ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრული წესით ხელშეკრულება-ოფერტის აქცეპტირებით დაკვეთი იძლევა გარანტიას, რომ გაეცნო, ეთანხმება, სრულად და უპირობოდ იღებს ხელშეკრულების ყველა პირობას იმ სახით, როგორც ისინი მითითებულია ხელშეკრულება-ოფერტის ტექსტში, მათ შორის მის დანართებში, რომლებიც წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს. ხელს აჭერს რა ღილაკს „გადახდა“ დამკვეთი ადასტურებს, რომ;
დამკვეთისთვის გასაგებია, რომ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრული წესით ხელშეკრულება-ოფერტის აქცეპტირება მასში ხელშეკრულების დადების ტოლფასია მითითებულ პირობებზე.
1.4 ხელშეკრულება-ოფერტის აქცეპტირებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელევისას დამკვეთი იძლევა გარანტიას, რომ ის უფლებამოსილია და გააჩნია კანონიერი უფლება ჩაერთოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში შემსრულებელთან.
1.5 შემსრლებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ხელშეკრულება-ოფერტაში. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის მათი საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან.
1.6 ხელშეკრულება-ოფერტა იძნეს იურიდიულ ძალას მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებან ყველა არსებით პირობაზე და ხელს მოაწერენ მას.
1.7 იხდის რა მომსახურების საფასურს, დამკვეთი აღიარებს და ეთანხმება, რომ წაიკითხა, გააცნობიერა და დათანხმდა წინამდებარე ხელშეკრულება-ოფერტას, ასევე საიტზე განთავსებულ კონფიდენციალობის პოლიტიკას.
2.1 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შემსრულებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს საგანმანათლებლო მომსახურება მის მიერ არჩეული პროგრამით, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს საიტზე მითითებული საფასური.
2.2 ხელმისაწვდომი პროგრამების ჩამონათვალი და სწავლების ღირებულება გამოქვეყნებულია საიტზე.
2.3 პროგრამას, რომლის მიხედვითაც მოხდება სწავლება, დამკვეთი ირჩევს საიტზე საიტის ფუნქციონალის გამოყენებით. არჩევა ხორციელდება არჩეული პროგრამის „კალათში“ მოთავსებით. შეკვეთის ჩამოყალიბება ხორციელდება საიტზე რეგისტრაციის პირობით, რისთვისაც აუცილებელია დამკვეთის შესახებ მონაცემების შეყვანა. შეკვეთის ჩამოყალიბებისა და ღილაკზე „გადახდა“ ხელის დაჭერის შემდეგ დამკვეთი გადადის გადახდის სისტემის გვერდზე გადახდის შესასრულებლად. გადახდის შემდეგ დამკვეთის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება გადახდის ქვითარი.
2.4 დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამების მიხედვით სწავლებაზე მიიღებიან პირები, რომლებსაც აქვთ საშუალო პროფესიული და (ან) უმაღლესი განათლება, ასევე პირები, რომლებიც გადიან საშუალო პროფესიულ და (ან) უმაღლეს განათლებას.
3.1 დამკვეთი იღებს ვალდებულებას:
3.1.1 გადაიხადოს მომსახურების საფასური გადახდის სისტემის მეშვეობით გადახდის დღისთვის საიტზე მითითებული ოდენობით.
3.1.2 დამატებითი პროფესიული განათლების პროგრამებით სწავლების დროს სწავლების დაწყებამდე წარადგინოს საჭირო დოკუმენტები: პასპორტის ასლი, საშუალო პროფესიული და (ან) უმაღლესი განათლების ან საშუალო პროფესიული და (ან) უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.1.3 გაიაროს სწავლება დისტანციური სწავლების სისტემაში, შეასრულოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მეცადინეობისთვის მოსამზადებელი ამოცანები, მათ შორის ინდივიდუალური, შეასრულოს პროგრამის სასწავლო გეგმის მოთხოვნები, აითვისოს გადაცემული სასწავლო და სასწავლო-მეთოდური მასალა.
3.1.4 დამკვეთი ვალდებულია დაიცვას ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის დებულებები საჭიროების შემთხვევაში.
3.1.5 ისწავლოს შემსრულებელთან საგანმანათლებლო პროგრამით სასწავლო გეგმით, მათ შორის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
3.1.6 დისტანციური სწავლების სისტემაში ელექტრონული სწავლებისა და დისტანციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებით დამკვეთს არ აქვს უფლება გადასცეს დისტანციური სწავლების სისტემაში შესვლისთვის საჭირო მონაცემები მესამე პირებს. დამკვეთისთვის ცნობილია, რომ ყველა სასწავლო მასალა, რომეთანაც მას შემსრულებელმა მისცა წვდომა, მათ შორის დისტანციური სწავლების სისტემის გამოყენებით, წარმოადგენს შემსრულებლის ინტელექტუალურ საკუთრებას. დამკვეთი უფლებამოსილია გამოიყენოს აღნიშნული სასწავლო მასალა მხოლოდდამხოლოდ პირადი სწავლებისთვის ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით. დამკვეთს შემსრულებლის თანხმობის გარეშე ეკრძალება მასალების გამოყენება სხვადასხვა მიზნით (ასახვა, გავრცელება, საჯარო ჩვენება, მასალის ორიგინალის ან ეგზემპლარების იმპორტი გავრცელების მიზნით, თარგმნა ან სხვა სახის გადამუშავება, მასალების საყოველთაოდ გაცნობა ისე, რომ ნებისმიერ პირს შეეძლოს მასალებთან წვდომა ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს). წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად დამკვეთის მიერ გადაცემული მასალების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სწავლების მიზნით. სხვა მიზნითა და ფორმით მათი გამოყენებისთვის აუცილებელია შემსრულებლის სავალდებული წერილობითი თანხმობა. დამკვეთს კატეგორიულად ეკრძალება შემსრულებლისგან მიღებული სასწავლო მასალების ტირაჟირება.
3.1.7 შეასრულოს პროგრამის მოთხოვნები და რეკომენდაციები, დროულად შეასრულოს დავალებები.
3.1.8 იყოს თავაზიანი და კორექტული შემსრულებლის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან.
3.1.9 პროგრამის პრაქტიკული დავალებებიის შესრულების დროს დამკვეთი ვალდებულია დაიცვას დისციპლინა, რათა ხელი არ შეუშალოს გაკვეთილის მსვლელობას.
3.1.10 დამკვეთი თავად უზრუველყოფს საკუთარ თავს ტექნიკური მოწყობილობით, რომელიც საჭიროა საგანმანათლებლო პროცესის რეალიზებისთვის: პერსონალური კომპიუტერით, მიკროფონით, ყურსასმენებით, ვიდეოკამერით ვიდეოანგარიშების ჩანაწერებისთვის, წვდომა ინტერნეტში.
3.2 დამკვეთს უფლება აქვს:
3.2.1 მიიღოს სწავლებასთან დაკავშირებული მაღალხალისხიანი მომსახურება პროგრამის შესაბამისად.
3.2.2 დამკვეთს კურსის ბოლოს გადაეცემა შესაბამისი პროგრამის სერთიფიკათი.
3.2.3 მიიღოს შემსრულებლისგან ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულების პირველი თავით გათვალისწინებული სათანადო მომსახურების ორგანიზებისა და უზრუნველყოფის საკითხებზე.
3.2.4 მიმართოს შემსრულებელს საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
3.2.5 მიიღოს სრული და სარწმუნო ინფორმაცია საკუთარი ცოდნის, კომპეტენციისა და უნარების, ასევე ამ შეფასების კრიტერიუმების შესახებ.
3.3 შემსრულებელი ვალდებულია:
3.3.1 უზრუნველყოს დამკვეთის ღირსების პატივისცემა, მისი დაცვა ყველა სახის ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისგან, პიროვნების შეურაცხყოფისგან, მისი სიცოცხლისა და ჯანმთელობის დაცვა.
3.3.2 მისცეს დამკვეთს წვდომა ელექტრონულ პირად კაბინეტთან დისტანციური სწავლების სისტემასთან წვდომისთვის საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
3.4 შემსრულებლის უფლებები:
3.4.1 დამოუკიდებლად განახორციელოს სასწავლო პროცესი, დაადგინოს შეფასების სისტემა, შუალედური ატესტაციის ჩატარების წესი და პერიოდულობა.
3.4.2 ვალდებულების შესასრულებლად მოსთხოვოს დამკვეთს საგანმანათლებლო მომსახურების საფასური.
4.1 დამკვეთის მიერ პროგრამის წარმატებით ათვისებისა და საბოლოო ატესტაციის წარმატებით გავლის შემდეგ მას გადაეცემა სერთიფიკატი. დამკვეთს, რომელმაც ვერ გაიარა საბოლოო ატესტაცია ან მიიღოს არადამაკმაყოფილებელი შეფასება, ან დამკვეთს, რომელმაც აითვისა პროგრამის ნაწილი და (ან) რომელიც გაირიცხა, არ გადაეცემა სერთიფიკატი.
4.2 დოკუმენტები გაიცემა;
4.3 თუ მომსახურების დასრულების შემდეგ არ იქნება შედგენილი და ხელმოწერილი აქტი გაწეული მომსახურების შესახებ. მომსახურება ითვლება სათანადოდ გაწეულად და დამკვეთის მიერ სრული მოცულობით მიღებულად, თუ მომსახურების გაწევის ვადის დასრულებიდან სამი დღის განმავლობაში შემსრულებელი არ მიიღებს დამკვეთის მოტივირებულ წერილობით პრეტენზიას გაწეული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ან წერილობით მისამართზე შემსრულებლის ადგილსამყოფელის მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში წერილობითი შენიშვნების არარსებობა დადგენილი ვადის განმავლობაში ითვლება მომსახურების სათანადო ხარისხის ფაქტის დასტურად.
5.1 მომსახურების ღირებულება გამოისახება ლარებში. მას ადგენს და უთითებს საიტზე შემსრულებელი. მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გადახდის დღისთვის არსებული ღირებულების მიხედვით.
5.2 მომსახურების შეკვეთა ხორციელდება საიტზე ფორმის შევსების გზით.
5.3 მომსახურების ღირებულების გადახდა ხორციელდება გადახდის სისტემის გამოყენებით შემსრულებლის ანგარიშსწორების ანგარიშზე 100% წინასწარი გადახდის პირობით. გადახდა გადახდის სისტემის მეშვეობით ხორციელდება საბანკო ბარათებით ან სხვა საშუალებით, რომელიც გათვალისწინებულია გადახდის სისტემის მოხმარების წესებით.
5.4 შემსრულებელი (იგივე საიტის ადმინისტრატორი) არ აგებს პასუხს გადახდის სისტემის მუშაობასა და გადახდის წესებზე. გადახდის სისტემის გამოყენებით გადახდის შემთხვევაში დამკვეთი ეთანხმება გადახდის სისტემის საიტზე სათანადო წესით განთავსებულ წესებს.
5.5 გადახდის სისტემის გამოყენებით გადახდის შემთხვევაში იბეჭდება ქვითარი გადახდის შესახებ, რომელიც წარმოადგენს გადახდის სისტემის გამოყენებით გადახდის დადასტურებას.
6.1 მხარეები აგებენ პასუხს წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადო შესრულებისთვის.
6.2 მომხმარებელი პასუხისმგებელია კომპიუტერის ცოდნის დონეზე , ტრენინგისთვის საჭირო ინტერნეტით და ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარზე. შემსრულებელი არ აგებს პასუხს წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების არგაწევისთვის ან არასათანადო გაწევისთვის, რაც გამოწვეულია დამკვეთის მიერ კომპიუტერის, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის არასაკმარის დონეზე ფლობით.
6.3 აკრძალულია შემსრულებლის თანხმობის გარეშე ამ მასალების გამოყენება. გადაცემული/გადასაცემი მასალების არამართალზომიერი გამოყენების შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ისეთი ქმედებების აღკვეთა, რომლებიც არღვევენ ავტორისა და შემსრულებლის განსაკუთრებულ უფლებებს ამ მასალებზე და დააკისროს დამკვეთს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა.
6.4 შემსრულებელს არ ეკისება პასუხისმგებლობა დამკვეთის მიერ სწავლების პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ მიღებული სწავლის შედეგების არასწორი გამოყენებისთვის.
7.1 პირობები, რომლებზეც დადებულია წინამდებარე ხელშეკრულება, შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.
7.2 წინამდებარე ხელშეკრულება-ოფერტა შეიძლეა მოშალოს მხარეთა შეთანხმებით ან ცალმხრივად მხარესთვის 10 დღიანი წინასწარი შეტყობინების საფუძველზე.
7.3 დამკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, როცა დამკვეთს უკვე გადახდილი აქვს ხელშეკრულების ღირებულება, მას არ უბრუნდება გადახდილი თანხა, ვინაიდან მას გადახდის შემდეგ სრული წვდომა აქვს არჩეულ პროგრამაზე.
8.1 დავა შეიძლება გადაეცეს გადასაწყვეტად საქართველოს სასამართლოს. დავის მიმართ გამოსაყენებელი სამართალი იქნება ქართული კანონმდებლობა.
9.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი გამოუყენებლობისთვის, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა არის დაუძლეველი ძალის გარემობების გამო, კერძოდ: ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, პანდემიები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანების ქმედებები და მხარეებისგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები.
9.2 მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდა ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დროულად, მაგრამ დაუძლეველი ძალის გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, წერილობით შეატყობინოს მის თაობაზე მეორე მხარეს და წარუდგინოს მას კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დამადასტურებელი დოკუმენტები.
9.3 მხარეები მიიჩნევენ, რომ მხარეების გადახდისუუნარობა არ წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას.
10.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის დამკვეთის მიერ ხელშეკრულების სრული და უპირობო აქცეპტირების მომენტიდან და ძალაშია მომსახურების გაწევის მთელი ვადის განმავლობაში.
11.1 მხარეები აღიარებენ, რომ თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება დაკავრგავს ძალას მისი მოქმედების ვადის განმავლობაში კანონმდებლობის შეცვლის გამო, ხელშეკრულების სხვა დებულებები სავალდებულოა მხარეებისთვის მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
11.2 სხვა საკითხებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.
11.3 წინამდებარე ოფერტის აქცეპტირებით დამკვეთი იძლება გარანტიას, რომ ის ინფორმირებულია, რომ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლებისთვის აუცილებელია კარგი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიმდინარე ფიზიკური ფორმა. პროგრამის მიხედვით სწავლების დროს საჭიროა სხვადასხვა დატვირთვის მქონე ფიზიკური ვარჯიშების შესრულება. სწავლების პროცესში დამკვეთი ვალდებულია თავად აკონტროლოს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემსრულებელი არ აგებს პასუხს შესაძლო შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვვამ.
11.4 წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების პროცესში მიღებული პერსონალური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის მიღება, დამუშავება, გამოყენება და შენახვა ხორციელდება შემსრულებლის ოფიციალურ საიტზე განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკის შესაბამისად.
11.5 მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებისგან განსხვავებული პირობის შეთანხმების შემთხვევაში, ნებისმიერი ელექტრონული საშუალებით არსებული მიმოწერა და შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას, რომელსაც აქვს მტკიცებულების ძალა.